უკან მომავალში: 1918
9-10 ივნისს ტექნოპარკში მონაცემთა ვიზუალიზაციის ჰაკათონი - უკან მომავალში: 1918 - გაიმართა. ჰაკათონის ფარგლებში, მონაცემებით დაინტერესებული ადამიანები, დიზაინერები, პროგრამისტები, კომუნიკაციის სპეციალისტები, ისტორიის მკვლევრები და ჟურნალისტები შეიკრიბნენ. მათ გასული 100 წლის ისტორიულ მონაცემების გამოყენებით ინოვაციური პროექტები შექმნეს.
მონაცემთა ვიზუალიზაციის ჰაკათონი მეორედ გაიმართა. ღონისძიება მონაწილეებს საშუალებას აძლევს, გაიღრმავონ ცოდნა მონაცემების სფეროში, გაეცნონ თანამედროვე ტექნოლოგიებს, შეხვდნენ ამ თემებით დაინტერესებულ სხვა ადამიანებს და გამოცდილი მენტორების დახმარებით, თავად შექმნან სხვადასხვა სახის ციფრული ხელსაწყო.
ფოტოები: საქართველოს ეროვნული არქივი